დონალდ ტრამპმა არაბულ და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მრჩევლად ბიზნესმენი მასად ბულოსი დაასახელა
დონალდ ტრამპმა არაბულ და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მრჩევლად ბიზნესმენი მასად ბულოსი დაასახელა

დონალდ ტრამპმა არაბულ და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მრჩევლად ბიზნესმენი მასად ბულოსი დაასახელა.

როგორც „როიტერი“ წერს, მასად ბულოსი ტრამპის ქალიშვილის, ტიფანი ტრამპის სიმამრია. ბულოსი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ შეხვდა არაბ, ამერიკელ და მუსლიმ ლიდერებს.

მილიარდერი მასად ბულოსი, რომელსაც აქვს ფართო ბიზნესკავშირები ნიგერიაში, დაიბადა ლიბანში, მაგრამ მოზარდობისას გადავიდა ტეხასში, სწავლობდა ჰიუსტონის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სამართლის ხარისხი და გახდა აშშ-ის მოქალაქე.

„როიტერის“ თანახმად, მიჩიგანში ტრამპის არჩევნებში გამარჯვება ნაწილობრივ გამოწვეული იყო ბულოსის დახმარებით, შტატში მცხოვრები 300 000 არაბი ამერიკელის და მუსლიმის მიმხრობით, რომელთა უმრავლესობაც 2020 წელს ჯო ბაიდენს უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა ეწინააღმდეგებოდა ბაიდენის პოლიტიკას ისრაელში, ღაზასა და ლიბანში.