დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ქერჩის სრუტის კრიზისის დარეგულირებაში მონაწილეობა შესთავაზა
დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ქერჩის სრუტის კრიზისის დარეგულირებაში მონაწილეობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქერჩის სრუტის კრიზისის დარეგულირებაში გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობას მიესალმება.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ელოდება ანგარიშს, რომელშიც შავი და აზოვის ზღვების დამაკავშირებელ სრუტეში მომხდარი ინციდენტის დეტალები იქნება გაერთიანებული.

ტრამპის თქმით, კრიზისული სიტუაციის მოგვარებაში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები უნდა ჩაერთონ. ასევე ცნობილია, რომ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტს.

როგორც ცნობილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა ინიციატივით, ქერჩის სრუტეში შექმნილი სიტუაციის მოგვარებაში შუამავლის სტატუსით ჩაერთოს.

მანამდე, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ქერჩის სრუტეში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტზე მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს.