დონალდ ტრამპმა 7 ოქტომბრის თავდასხმიდან მესამე წლისთავთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმიდან მესამე წლისთავთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ტრამპის თქმით, საუბრისას ისრაელის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ბიბი ნეთანიაჰუს ვესაუბრე, წარმატება ვუსურვე მას და ისრაელელ ხალხს. ეს საშინელი დღე იყო, საშინელი ტრაგედია“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორები „ძალიან დიდ ფასს იხდიან“.
„მეორე მხარე ძალიან დიდ ფასს იხდის იმის გამო, რაც 7 ოქტომბერს ჩაიდინა, დამიჯერეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. მათ მოკლეს და ტყვედ აიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა. აღნიშნულმა ღაზის სექტორში ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.