დონალდ ტრამპმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები დაუწესა
დონალდ ტრამპმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები დაუწესა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, თუ ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, აშშ დამატებით ტარიფებს დააწესებს.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციას მოახდენს.

ტარიფების დაწესებამდე, პეკინში განაცხადეს, რომ თუ ვაშინგტონი ჩინურ პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებდა, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებდა. ამერიკული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი საარჩევნო დაპირების შესრულებას აპირებს, რაც ჩინეთთან აშშ-ის 33 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას ითვალისწინებს.