დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შედგეს
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში შედგეს. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე გააკეთა.
ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ სამიტის დროს მხარეები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას მიაღწევენ.
შეგახსენებთ, მარტში დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას დათანხმდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 2018 წლის ბოლომდე უნდა გამართულიყო.