დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა
დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო დებატების კომისიამ მიიღო.

დებატები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდა, კომისიამ დებატების ვირტუალურ ფორმატში ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა დონალდ ტრამპმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

საპრეზიდენტო დებატების კომისია ფინალური დებატებისთვის აგრძელებს მზადებას, რომელიც 22 ოქტომბერს ნეშვილში უნდა გაიმართოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.