დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთმა და აშშ-მა 253 მლრდ დოლარის ღირებულების სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
დონალდ ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთმა და აშშ-მა 253 მლრდ დოლარის ღირებულების სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, პეკინში დონალდ ტრამპის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 253 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეკინში 10 ნოემბრამდე დარჩება. მის ვიზიტამდე ცნობილი იყო, რომ ჩინეთის დედაქალაქში შეხვედრისას მხარეები კორეის ნახევარკუნძულის კრიზისსა და ორმხრივი ვაჭრობის საკითხზე გამართავდნენ მოლაპარაკებებს.