დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
WASHINGTON, DC - MARCH 31: U.S. President Donald Trump gestures while speaking during an executive order signing event in the Oval Office of the White House on March 31, 2025 in Washington, DC. Trump has signed an executive order against ticket scalping and reforming the live entertainment ticket industry. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ფრენას ახალი თვითმფრინავით გააგრძელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში შეტყობინება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „დავოსში აშშ-ის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი იქნება“.
„ამერიკის შეერთებული შტატები დავოსში კარგად იქნება წარმოდგენილი – იქ მე ვიქნები. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.