დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ნევადაში ხმა მისცა ათასობით ადამიანმა, რომელიც შტატში არ ცხოვრობს
დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ნევადაში ხმა მისცა ათასობით ადამიანმა, რომელიც შტატში არ ცხოვრობს

დონალდ ტრამპის შტაბში აცხადებენ, რომ ნევადაში ხმა მისცა ათასობით ადამიანმა, რომელიც შტატში არ ცხოვრობს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის წევრმა, რიჩარდ გრენელმა გააკეთა. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

გრენელმა განაცხადა, რომ ნევადაში ტრამპის შტაბის წევრებს ბიულეტენების შემოწმების უფლებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, ნევადა ერთ-ერთია იმ ხუთ შტატს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ შტატში გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი საარჩევნო კოლეგიის ექვს ხმას მიიღებს.

ამჟამად ნევადაში 12 000 ხმით დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს.