დონალდ ტრამპის სამხრეთ კორეაში ვიზიტის პარალელურად, სეულში საპროტესტო აქცია გაიმართა 
დონალდ ტრამპის სამხრეთ კორეაში ვიზიტის პარალელურად, სეულში საპროტესტო აქცია გაიმართა 

„არა ტრამპს, არა ჩინეთს“, – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სეულის ცენტრში ათასობით ადამიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამხრეთ კორეაში ვიზიტის პარალელურად შეიკრიბა.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ სხვადასხვა ბანერი წარწერებით: „არა ტრამპს“, „არა ჩინეთს“, „არა მეფეებს“, „ტრამპის ვიზიტი არ არის მისასალმებელი“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში უკვე ჩავიდა. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.