დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს
დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს

ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს. მათ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

დაკავებულებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. აშშ-ის პრეზიდენტი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების მომხრეა. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, აპრილის შემდეგ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს 2 ათასამდე არასრულწლოვანი დააცილეს მშობელს. მოზარდები  საგანგებოდ მოწყობილ დაკავების ცენტრებში არიან გადაყვანილი.