აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ტელეკომპანია „სიენენს“ სასამართლოში უჩივლა. ტრამპის გუნდი ტელეარხს „ყალბი და ცილისმწამებლური“ ინფორმაციის გამოქვეყნებაში სდებს ბრალს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია მასალაზე, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებისთვის რუსეთის დახმარების მიღებას ცდილობს.
„საჩივარში ნათქვამია, რომ „სიენენი“ ინფორმირებული იყო მასალის სიყალბის შესახებ მისი პუბლიკაციის დროს, თუმცა ეს გააკეთა კამპანიის დაზარალების, მკითხველების შეცდომაში შეყვანის განზრახვით“, – განუცხადა „ფოქს ნიუსს“ დონალდ ტრამპის შტაბის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ჯენა ელისმა.
ანალოგიური საჩივრები აშშ-ის პრეზიდენტის გუნდმა წარსულში გამოცემების, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „ნიუ იორკ თაიმსის“ წინააღმდეგ შეიტანა.