დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის შვილის მეგობარი ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა. საუბარია ქიმბერლი გილფოილზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო შტაბში მუშაობს.

როგორც გამოცემა იუწყება, დონალდ ტრამპ უმცროსის მეგობარმა ქალმა კორონავირუსზე ტესტი რიშმორის მემორიალთან აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე გაიკეთა. ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ამასთან, გაზეთის ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ გილფოილს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ ჰქონია. პრეზიდენტის უფროსი შვილის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, გილფოილი მესამე ადამიანია დონალდ ტრამპის ახლო წრიდან, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.