დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ექვს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ექვს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ტრამპის კამპანიის წევრები ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში დაგეგმილი საარჩევნო აქციის ორგანიზებაში იღებდნენ მონაწილეობას.
ინფიცირებულებთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა საკარანტინო ზომები. კამპანიის კომუნიკაციების დირექტორის, ტიმ მურთოს განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი არც ერთი ადამიანი არ მიიღებს აქციაში მონაწილეობას.
ტულსაში დაგეგმილი აქციით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის განახლებას გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტს საარჩევნო აქცია მარტის შემდეგ არ გაუმართავს. კამპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აქციაზე დასწრებასთან დაკავშირებით მილიონზე მეტ ბილეთზე მიიღეს მოთხოვნა.