დონალდ ტრამპის პასუხი კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება - ვალდებული არ ვარ, გითხრათ, ვფიქრობ, პასუხი იცით
დონალდ ტრამპის პასუხი კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება - ვალდებული არ ვარ, გითხრათ, ვფიქრობ, პასუხი იცით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მოლაპარაკებების გასაახლებლად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა უნდა სურდეს.

მისივე შეფასებით, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“

როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია.

ამასთან, ტრამპმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება.

„ვალდებული არ ვარ, გითხრათ. ვფიქრობ, პასუხი იცით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე პასუხად.