დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ონლაინ მაღაზიამ ქუდებისა და მაისურების გაყიდვა დაიწყო წარწერით - „ტრამპი 2028“
დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ონლაინ მაღაზიამ ქუდებისა და მაისურების გაყიდვა დაიწყო წარწერით - „ტრამპი 2028“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ონლაინ მაღაზიაში ქუდებისა და მაისურების გაყიდვა დაიწყეს წარწერით – „ტრამპი 2028“.

ქუდების ფასი 50 დოლარია და თან ახლავს შემდეგი აღწერა: „მომავალი მკაფიოდ გამოიყურება! გადაწერე წესები „ტრამპი 2028“-ის ქუდით. ეს გახდება თქვენი ახალი საყვარელი ქუდი“.

მაისურების ფასი 36 დოლარია და თან ახლავს წარწერა: „გადაწერე წესები“.

როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს თეთრი სახლის პრესმდივანს, ქეროლაინ ლევიტს, რაზეც მან განაცხადა, რომ ტრამპის ორგანიზაციას დაკავშირებოდნენ, „რადგან ეს მათი ვებგვერდია“, თუმცა ასევე აღნიშნა: „ეს მაგარი ქუდია და ვფიქრობ, ძალიან პოპულარული იქნება“.

დონალდ ტრამპის შვილმა და აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ერიკ ტრამპმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ამ ქუდით.

აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მოკავშირეებმა არაერთხელ აღნიშნეს დონალდ ტრამპის მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ამას კრძალავს.