დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ მაიკ პომპეო მზადაა, ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ჩავიდეს
დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ მაიკ პომპეო მზადაა, ჩრდილოეთ კორეაში კიდევ ერთხელ ჩავიდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შესაძლოა, კვლავ ესტუმროს ჩრდილოეთ კორეას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ტელეკომპანია Fox-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბოლტონს შეკითხვა აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტზე დაუსვეს. პრეზიდენტის მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ანალოგიურ ფორმატში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ დაგეგმილი არაფერია.

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მზადაა, კიდევ ერთხელ ჩავიდეს ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების მიზნით. პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეისთვის კარი ღია დატოვა. მან ანახა ფხენიანს, როგორი მომავალი შეუძლიათ ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ პირობას შეასრულებენ. ისარგებლებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ამ კარით, ეს მათზეა დამოკიდებული”,- განაცხადა ბოლტონმა.