დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება
დონალდ ტრამპის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება

თეთრი სახლის აპარატისა და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გეგმის მიხედვით, 3 ნოემბერს ჩატარდება.

„ჩვენ არჩევნებს 3 ნოემბერს ჩავატარებთ და პრეზიდენტი ამ არჩევნებს მოიგებს“,- განაცხადა მედოუსმასიბიესის“ ეთერში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 30 ივნისს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გადადება სურს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტით ხმის მიცემა ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.