დონალდ ტრამპის მოკავშირე და ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელსაც კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში გამოცხადდა
დონალდ ტრამპის მოკავშირე და ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელსაც კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირე და ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელსაც კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის აქვს ბრალი წაყენებული, გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

სტივ ბენონი გამოძიების ფედერალურ ბიუროში მისვლის ტრანსლაციას ინტერნეტში ახორციელებდა.

გასულ კვირას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 67 წლის სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობაში ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე წარმომადგენელთა პალატაში საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენაზე და მისთვის დოკუმენტების მიწოდებაზე ბენონის მიერ უარის თქმას.

კონგრესისადმი უპატივცემულობა 30 დღიდან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ამ მოვლენების დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.