დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა
დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ცივი იარაღი აღმოაჩნდა თან. კიდევ ორი აქტივისტი, რომელთა ავტომობილიც სამართალდამცავებმა გააჩერეს, აქციის დაწყებამდე დააკავეს. მათ ბრალად ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობის დარღვევაში დასდეს ბრალი. კიდევ ერთი მონაწილე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის აიყვანეს.

აშშ-ის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებმა, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაკავებული პირებს გამოუცხადეს მხარდაჭერა. მათი მტკიცებით, დაკავებული ადამიანები პოლიტპატიმრები არიან.

დემონსტრაციის გამო ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. მობილიზებული იყო 100 ეროვნული გვარდიელი. სულ აქციაზე 500-მდე ადამიანი მივიდა.

6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. არეულობას მოჰყვა მსხვერპლიც. მოგვიანებით, პოლიციამ შტურმში მონაწილე პირების დიდი ნაწილი, 535 ადამიანი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.