დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომდგენლის დანიშვნის შემდეგ, დანია აშშ-ს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომდგენლის დანიშვნის შემდეგ, დანია აშშ-ს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომდგენლის დანიშვნის შემდეგ, დანია აშშ-ს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

„ეს გადაწყვეტილება ადასტურებს აშშ-ის მუდმივ ინტერესს გრენლანდიის მიმართ. თუმცა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, პატივი სცენ დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.

ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომდგენელი დანიშნა. მისი ამოცანა იქნება კუნძულის ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება.

შეგახსენებთ, რომ გრენლანდია არის დანიის ავტონომიური ოლქი, რომელიც არქტიკაში მდებარეობს. კუნძულის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული. გრენლანდიაში სულ 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 2025 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, გრენლანდიის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მხარს უჭერს კუნძულის დანიისგან დამოუკიდებლობას, თუმცა არ სურთ აშშ-ის ნაწილად იქცნენ. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“ გეგმავს გრენლანდიის აშშ-თან მიერთებას.