დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მისი ადვოკატი რუდი ჯულიანი თავს კარგად გრძნობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მისი ადვოკატი რუდი ჯულიანი თავს კარგად გრძნობს.
„რუდი კარგად არის, სიცხე არ აქვს. დილით დამირეკა, პირველი იყო, ვინც დღეს დამირეკა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანს „კოვიდ-19“ გუშინ დაუდასტურდა.