დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ავიაიერიშის შედეგად არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ ლიდერის, ქასიმ ალ-რაიმის ლიკვიდაცია განახორციელა
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ავიაიერიშის შედეგად არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ ლიდერის, ქასიმ ალ-რაიმის ლიკვიდაცია განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავიაიერიშის შედეგად, არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ქაიდას ლიდერის, ქასიმ ალ-რაიმის ლიკვიდაცია განახორციელა. იერიში ჯიჰადისტების ლიდერზე იემენში განხორციელდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად როდის ჩატარდა ოპერაცია.

იემენის ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაიერიში მარიბის პროვინციაში 25 იანვარს განხორციელდა.

როგორც გამოცემა „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, დრონით თავდასხმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ განუხორციელებიათ, ის სავარაუდოდ დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ დაგეგმა. თუმც,ა ამის შესახებ სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.

ქასიმ ალ-რაიმი დაჯგუფების ამ შტოს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ სახელმწიფო დეპარტამენტს 10 მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული.