თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.
ამასთან, ტრამპმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება. „ვალდებული არ ვარ, გითხრათ. ვფიქრობ, პასუხი იცით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე პასუხად.