დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროპას დაემუქრა, რომ თავდასხმის შემთხვევაში არ დაეხმარებოდა, ევროპის ქვეყნებმა მეტი დახარჯეს თავდაცვაზე
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროპას დაემუქრა, რომ თავდასხმის შემთხვევაში არ დაეხმარებოდა, ევროპის ქვეყნებმა მეტი დახარჯეს თავდაცვაზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ის ევროპას დაემუქრა, რომ თავდასხმის შემთხვევაში არ დაეხმარებოდა, ევროპის ქვეყნებმა მეტი დახარჯეს საკუთარ თავდაცვაზე.

ნიუ ჰემპშირში გამართულ აქციაზე გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულების გამო.

ტრამპის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტობის პერიოდში მას ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა მისი განცხადებები, რომ თუ ევროპა თავდაცვაში მეტ თანხას არ დააბანდებდა, მაშინ თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ დახმარებაზე უარს იტყოდა, რაზეც, ტრამპის თქმით, მან შემდეგნაირად უპასუხა: „მე ვთქვი სწორედ ის, რასაც ვგულისხმობ. ამის შემდეგ მილიარდობით დოლარი წამოვიდა“.

მანამდე გავლენიანმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უთხრა, რომ ევროპაზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ არ დაეხმარებოდა. ამის გამო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკეს.