დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებსაც ჯანდაცვის ხარჯების ანაზღაურების საშუალება არ ექნებათ, ქვეყანაში არ შეუშვებენ
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებსაც ჯანდაცვის ხარჯების ანაზღაურების საშუალება არ ექნებათ, ქვეყანაში არ შეუშვებენ

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს, რომლებსაც ჯანდაცვასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების საშუალება არ ექნებათ, ქვეყანაში არ შეუშვებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიგრანტები, რომლებსაც აღნიშნული ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ, აშშ-ის საავადმყოფოებისა და გადასახადების გადამხდელებისთვის ტვირთი ხდებიან.

სწორედ ამიტომ, აშშ-ში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში მიგრანტს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავად, ან სამედიცინო დაზღვევის საშუალებით აღნიშნული ხარჯების დაფარვა შეეძლებათ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახალი კანონი ძალაში 3 ნოემბერს შევა. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მიგრანტებს, რომლების კანონის ამოქმედების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას მოინდომებენ. ქვეყანაში უკვე მყოფ მიგრანტებს და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს კანონი არ შეეხებათ.

დატოვე კომენტარი