დონალდ ტრამპის ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ნიუ იორკის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაციას „ტრამპ ორგანიზეიშენს“, რომ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მანჰეტენის პროკურატურასთან აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო სამუშაოებს“, – ნათქვამია ნიუ იორკის შტატის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დონალდ ტრამპის კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მანამდე, აშშ-ის ექსრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
მანჰეტენის პროკურორი საირუს ვენსი დამოუკიდებლად იძიებდა ტრამპის ორგანიზაციის საქმეს. ვენსი აცხადებს რომ კომპანიაში ფინანსურ დარღვევებს ხედავს.