დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებით, სასურველია, აშშ-ში ფედერალური შენობები კლასიკური ბერძნულ-რომაული სტილით აშენდეს
დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებით, სასურველია, აშშ-ში ფედერალური შენობები კლასიკური ბერძნულ-რომაული სტილით აშენდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სასურველია, ქვეყნის მასშტაბით ფედერალური შენობები კლასიკური ბერძნულ-რომაული სტილით აშენდეს. ტრამპის ბრძანების მიხედვით, ძალიან ბევრი ფედერალური შენობა ასახავდა გასული საუკუნის ბრუტალისტურ დიზაინს. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ახალი სამთავრობო შენობები უფრო უნდა ჰგავდეს ამერიკის „საყვარელ ღირსშესანიშნაობებს“, როგორიცაა თეთრი სახლი.

ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ „ცალსახად ეწინააღმდეგება“ ამ ინიციატივას. ბრძანება – სახელწოდებით „ლამაზი ფედერალური სამოქალაქო არქიტექტურის განვითარება“ – ახალი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს მომავალი ფედერალური შენობების შესახებ რჩევებს მისცემს. ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ბოლო დროს აშენებულმა ფედერალურმა შენობებმა „კლასიკური და მოდერნისტული დიზაინის შეუსაბამო ნაზავი“ შექმნა.