დონალდ ტრამპის ახალგაზრდა მხარდამჭერმა ცილისწამებისთვის „ვაშინგტონ პოსტს“ უჩივლა, გამოცემა აცხადებს, რომ საჩივარზე შეთანხმებას მიაღწიეს
გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ნიკ სენდერსი, რომელიც გამოცემისგან ცილისწამების მოტივით კომპენსაციას, 250 მილიონ დოლარს ითხოვდა, აღნიშნულ საქმეზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თავად „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.
მიღწეული შეთანხმების დეტალებს არც ერთი მხარე არ ასაჯაროებს. ამასთან, შეთანხმების მიხედვით, „ვაშინგტონ პოსტი“ ბრალს არ აღიარებს.
საქმე ეხება 2019 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, ნიკ სენდერსი დააფიქსირეს დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე. ვიდეოში ჩანს, რომ სენდერსი ინდიელ აქტივისტს გზას უკეტავს. აღნიშნული ვიდეოს გავრცელებას სენდერსის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.
ნიკ სენდერსი აცხადებდა, რომ მედიის მიერ აღნიშნული ფაქტი უარყოფით კონტექსტში იმის გამო გაშუქდა, რომ ის იყო თეთრკავნიანი, კათოლიკური სკოლის მოსწავლე და დონალდ ტრამპის მხარდამჭერის ქუდი ეხურა.
აღსანიშნავია, რომ სენდერსის მშობლებმა მათი შვილის ცილისწამებისთვის „ვაშინგონ პოსტს“, „სიბიესს“, „ეიბისის“, „ნიუ იორკ თაიმსსა“ და „როლინგ სტოუნს“ უჩივლეს. ისინი გამოცემებს ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოკვეთილად მტრული დამოკიდებულების გამო, მისი მხარდამჭერისადმი ცილისწამებაში ადანაშაულებდნენ.