დონალდ ტრამპის ადვოკატი - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აჯანყების წახალისების ბრალდება ამაზრზენი ტყუილია
დონალდ ტრამპის ადვოკატი - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აჯანყების წახალისების ბრალდება ამაზრზენი ტყუილია

დონალდ ტრამპის მიმართ აჯანყების წახალისების ბრალდება ამაზრზენი ტყუილია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, მაიქლ ვან დერ ვეენმა სენატში მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

დონალდ ტრამპის ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დემოკრატების მხრიდან „პოლიტიკურად მოტივირებული კუდიანებზე ნადირობაა“.

„ვერავინ წაახალისებდა იმას, რაც უკვე ისედაც მოხდებოდა. ეს არის არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის, არამედ მისი მხარდამჭერი 75 მილიონი ადამიანის ცენზურისა და გაუქმების მცდელობა“, – თქვა ვან დერ ვეენმა.

ტრამპის ადვოკატის განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს არჩევნების შედეგების გასაჩივრების კანონიერი უფლება ჰქონდა. დონალდ ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის კონგრესის სენატში ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სხდომა 13 თებერვალს განახლდება.