დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აშშ-ში საპროტესტო აქციები გაიმართა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აშშ-ში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გაიმართა.
ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ფილადელფიის ფედერალური სასამართლოს შენობის წინ.
ამასთან, აქციები გაიმართა მიჩიგანის, ტექსასის, უისკონსინისა და ინდიანას შტატების კაპიტოლიუმებთან.
„დემოკრატია არ არის მაყურებლის სპორტი! იმოქმედე!“ – ეწერა ერთ-ერთი დემონსტრანტის ბანერზე.
საპროტესტო აქციები ორგანიზებული იყო ონლაინმოძრაობის მეშვეობით, რაც მოიცავდა ერთსა და იმავე დღეს 50 შტატში 50 აქციას.
მიჩიგანის შტატის დედაქალაქ ლანსინგში, კაპიტოლიუმის წინ დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა. ისინი აპროტესტებდნენ ტრამპის პოლიტიკას.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებული არიან მასკის წვდომით სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებზე.