შეერთებულმა შტატებმა ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს

11:05, 15.04.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, გამონაკლისი ვრცელდება დაახლოებით 2000 ბენზინგასამართ სადგურზე ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში და ძალაში იქნება 29 ოქტომბრამდე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.

მსგავსი