დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციაში ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებით „ნულოვანი უთანხმოებაა“
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მის ადმინისტრაციაში ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებით „ნულოვანი უთანხმოებაა“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის დელეგაცია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად კვირას სინგაპურში გაემგზავრება. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი ავრცელებს.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, 30 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში როგორც თეთრი სახლის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან.