დონალდ ტრამპი – ზელენსკის ვუთხარით, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, მან დარტყმა მაინც განახორციელა, სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, სჯობს, ეს შეწყვიტოს

23:29, 10.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ზელენსკი მსოფლიოს ზიანს ვერ მიაყენებს, ამიტომ სჯობს, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს.

„მას ომის დასრულება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ეს არ ისურვა. ჩვენ ვუთხარით, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეეძლო, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის არ დაერტყა, რადგან ეს მსოფლიოში იწვევს პრობლემებს. ეს დიდ პრობლემას და მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევდა. მას სურს, პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს, ჩვენს ფერმერებს და მესაქონლეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოს დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. მას შეუძლია, რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია, მსოფლიო მასშტაბით პრობლემა გვაქვს. ეს პრობლემა დიზელის საწვავის მწარმოებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაკლებობით არის გამოწვეული. რას აკეთებს? მიდის და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს. მე მას ვუთხარი: „აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყა. უამრავი სხვა სამიზნე არსებობს. ქარხნებს არ დაარტყა“. მან დარტყმა მაინც განახორციელა. ის ჩვენს ფერმერებს ზიანს ვერ მიაყენებს, ვერც დანარჩენ მსოფლიოს. ამიტომ ნამდვილად სჯობს, ეს შეწყვიტოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი