დონალდ ტრამპი - ზელენსკი და უკრაინა ისურვებდნენ გარიგების დადებას და ამ სიგიჟის დასრულებას, მათ უაზროდ დაკარგეს 400 ათასი სამხედრო და უფრო მეტი სამოქალაქო პირი
დონალდ ტრამპი - ზელენსკი და უკრაინა ისურვებდნენ გარიგების დადებას და ამ სიგიჟის დასრულებას, მათ უაზროდ დაკარგეს 400 ათასი სამხედრო და უფრო მეტი სამოქალაქო პირი

ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინა ისურვებდნენ გარიგების დადებას და ამ სიგიჟის დასრულებას, მათ უაზროდ დაკარგეს 400 ათასი სამხედრო და უფრო მეტი სამოქალაქო პირი, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება უაზროდ და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება, გადაიზარდოს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამეში.

„ასადი წავიდა. ის გაიქცა თავისი ქვეყნიდან. მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით. რუსეთს არ ჰქონდა იქ ყოფნის მიზეზი. მათ დაკარგეს მთელი ინტერესი სირიისადმი უკრაინის გამო, სადაც 600 ათასამდე რუსი სამხედრო დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და, შესაძლოა, სამუდამოდ გაგრძელდეს. რუსეთი და ირანი ამჟამად არიან დასუსტებულ მდგომარეობაში, ერთი – უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე – ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატებების გამო. ამგვარად, ზელენსკი და უკრაინა ისურვებდნენ გარიგების დადებას და ამ სიგიჟის დასრულებას. მათ უაზროდ დაკარგეს 400 ათასი სამხედრო და უფრო მეტი სამოქალაქო პირი. საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება. ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება უაზროდ, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ეს გაგრძელდება, შეიძლება, გადაიზარდოს უფრო დიდ და ბევრად უარეს რამეში. მე კარგად ვიცნობ ვლადიმერს. მისი დროა, იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია, დაეხმაროს. მსოფლიო ელოდება“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.