დონალდ ტრამპი – ყველა ნაძირალამ თქვა, რომ ჩემს გაშუქებას არ აპირებდა, მაშინ რატომ ყვიროდნენ გაერო-ს პრესის ზონაში, მოღალატეები და შეშლილები არიან

12:26, 23.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პრესის წარმომადგენლებს აკრიტიკებს.

როგორც ტრამპი წერს, ჟურნალისტებს მასზე დამოკიდებულება აქვთ.

„ყველა ნაძირალამ, მათ შორის მესამეხარისხოვანმა რეპორტიორმა, კეიტლან კოლინზმა „ფეიქ ნიუს სიენენიდან“, რომელიც ნამდვილად უბედური ადამიანია, თქვა, რომ ჩემს გაშუქებას არ აპირებდნენ. მაშინ რატომ ყვიროდნენ და ისტერიულად საუბრობდნენ, როგორც შეშლილები, გაერო-ს პრესის ზონაში? რატომ იყო ის იქ? მას ტრამპზე დამოკიდებულება აქვს, ისევე როგორც „სიენენსა“ და MSDNC-ს. ისინი ყველანი ავადმყოფები, მოღალატეები და შეშლილები არიან! კარგი ამბავი ის არის, რომ მათ ჰყავთ შესანიშნავი მოსამართლე, რომელიც სრულიად არალოიალურია“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „მათი მუდმივი ყალბი რეპორტაჟებით“ ახსნა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ სიცრუის გავრცელება, როცა საუბარია აშშ-ის პრეზიდენტზე, ტრამპის ადმინისტრაციასა, თუ ზოგადად ქვეყანაზე. ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულ სიას სხვა „ყალბი ამბების“ გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც დაემატებიან. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ტრამპის ღონისძიებებს არ გააშუქებდნენ.

ამასთან, „სიენენი“, MS NOW და „პოლიტიკო“ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მსგავსი