დონალდ ტრამპი – ყოველთვის ვამბობდი, რომ აშშ-ის მიზანი მომავალში დომინირება უნდა იყოს და ეს მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ნომერ პირველ სუპერძალად ყოფნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

23:10, 23.07.2026

ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკის მიზანი მომავალში დომინირება უნდა იყოს და ეს მოიცავს ხელოვნური ინტელექტის ნომერ პირველ სუპერძალად ყოფნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.

მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მოწინავე იქნება, გამარჯვებულიც იქნება.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს უფრო დიდია, ვიდრე ინტერნეტი. ეს უფრო დიდია, ვიდრე ყველაფერი, რაც კი აქამდე გვინახავს. ვფიქრობ, ამ მომენტამდე, ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ყველაზე დიდი რამ არის, რაც კი ოდესმე გვინახავს. და ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ის იქნება გამარჯვებული, წერტილი“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აშშ-ში 24 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩავა, რა დროსაც ისინი არაერთ საკითხზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზეც იმსჯელებენ.

„ჩვენ ვუსწრებთ ჩინეთს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ასე შევინარჩუნოთ. პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ში 24 სექტემბერს ჩამოდის. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე ვისაუბრეთ, როცა პეკინში ვიყავი, ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. ის ძალიან მოხიბლული იყო ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოთი”,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი