დონალდ ტრამპი - ყალბი გამოძიებებით, რუსეთის ძახილითა და იმპიჩმენტის შეთქმულებებით რომ არ მაწუხებდნენ, „მძინარა ჯოსა“ და არაფრისმაქნის დემოკრატებზე 25 ნიშნულით მაღლა ვიქნებოდი
დონალდ ტრამპი - ყალბი გამოძიებებით, რუსეთის ძახილითა და იმპიჩმენტის შეთქმულებებით რომ არ მაწუხებდნენ, „მძინარა ჯოსა“ და არაფრისმაქნის დემოკრატებზე 25 ნიშნულით მაღლა ვიქნებოდი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკვე სამი წელია, მას ყალბი გამოძიებებითა და იმპიჩმენტის შეთქმულებით აწუხებენ.

„სამი წლის განმავლობაში გამუდმებით ყალბი და უკანონო გამოძიებებით, რუსეთი რუსეთი რუსეთით და იმპიჩმენტის შეთქმულებებით რომ არ მაწუხებდნენ, დღეს „მძინარა ჯოსა“ და არაფრისმაქნის დემოკრატებზე 25 ნიშნულით მაღლა ვიქნებოდი. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, თუმცა არის რაც არის“, – წერს დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მან აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკა შექმნა და ამას ახლა ხელახლა აკეთებს.