დონალდ ტრამპი - ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დამსახურებულ გამარჯვებას, მას კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა, ხალხი
დონალდ ტრამპი - ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დამსახურებულ გამარჯვებას, მას კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა, ხალხი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში დიდ და დამსახურებულ გამარჯვებას. მას კარგად ვიცნობ, ის მეგობარია და ვიცი, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა და თურქეთის დიდი ხალხი, რომელიც მან ცნობადობისა და პატივისცემის ახალ დონეზე ასწია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.