დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, ვლადიმერ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა

20:58, 28.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„დღეს, 13:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. შეხვედრა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართება. მედია მოწვეულია“, – წერს ტრამპი.

მსგავსი