დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს სირცხვილი უწოდა და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია დეტალები, რომელთაც მომავალში გამოაქვეყნებს.
„მე, ერთის გარდა, არაფერი მაინტერესებს: მინდა, ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს. საშუალოდ, თვეში 25 000 ჯარისკაცი იღუპება. გასულ თვეში 32 000 დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერსაც, რომლებთანაც ვსაუბრობ, სურს ომის დასრულება და ვფიქრობ, ის დასრულდება. სხვა არაფერი მადარდებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.