დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი გარემოცვიდან ერთადერთია, ვისაც ომის დასასრულებლად ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმა არ მოსწონს
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ერთადერთია, ვისაც ომის დასასრულებლად ვაშინგტონის გეგმა არ მოსწონს.
მისი თქმით, აშშ-ის გეგმას ზელენსკის ახლო გარემოცვაც უჭერს მხარს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.
ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით 13 დეკემბერს ევროპაში შეხვედრა იგეგმება, რომელსაც შეერთებული შტატების წარმომადგენელი დაესწრება.
„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია. ეს არის შეთანხმება, რომელიც შეაჩერებდა ათასობით სიცოცხლის მკვლელობას ყოველთვიურად, ათასობით სიცოცხლის, ძირითადად, ჯარისკაცების. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.