დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი მამაცი ადამიანია
ვოლოდიმირ ზელენსკი მამაცი ადამიანია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ტრამპი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ის მამაცი ადამიანია და სასტიკ ბრძოლაშია“, – წერს დონალდ ტრამპი.
თავად უკრაინის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მას უფრო მეტად ენდობა და ესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“He’s a brave man, and he’s putting up one hell of a fight.” – @POTUS with President @ZelenskyyUa pic.twitter.com/WHjpeXUqvc
— The White House (@WhiteHouse) September 23, 2025