დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში ეპატიჟება
დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში ეპატიჟება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში ეპატიჟება. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

„რა თქმა უნდა, მსურს მისი მოწვევა. ვფიქრობ, მას სურდა, რომ ჩამოსულიყო“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის ირგვლივ ხმაურიანი სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ივლისში გამართულ სატელეფონო საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ამ საქმესთან დაკავშირებით ახლა აშშ-ის კონგრესში განხილვები მიმდინარეობს, გადააჭარბა თუ არა ქვეყნის პრეზიდენტმა უფლებამოსილებას.