დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი ჩემი მეტოქეა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი ჩემი მეტოქეა

ვლადიმერ პუტინი ჩემი მეტოქეა, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიუსელის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტის კითხვას, ვინ არის მისთვის ვლადიმერ პუტინი, მეგობარი თუ – მტერი.

„დაგეგმილია შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან. ვინ იცის, პუტინი შეიძლება ყველაზე იოლი ნაწილი იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ბრიუსელში ნატო-ს სამიტს დაესწრება. ბრიუსელში ტრამპი გაპრეზიდენტების შემდეგ მეორედ ჩადის.

აშშ-ს პრეზიდენტი ბელგიის დედაქალაქში შარშან ნატო-ს მინი სამიტზე იმყოფებოდა.

ბრიუსელის შემდეგ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან და დედოფალთან. 16 ივლისს დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ჰელსინკიში შეხვდება.