დონალდ ტრამპი - რატომ დებს უკრაინაში ფულს მარტო აშშ, რატომ არ აბანდებენ ფულს ევროპა და სხვა ქვეყნები
დონალდ ტრამპი - რატომ დებს უკრაინაში ფულს მარტო აშშ, რატომ არ აბანდებენ ფულს ევროპა და სხვა ქვეყნები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აინტერესებს, რატომ არ აბანდებენ უკრაინაში ფულს ევროპა და სხვა ქვეყნები.

ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ მიმართულებით ბევრი ფული დახარჯა.

„რაც შეეხება უკრაინის დახმარებას. ის სრულად გაცემულია. ჩემი საჩივარი ყოველთვის იყო და მომავალში შევაჩერებდი დახმარებას იქამდე, ვიდრე ევროპა და სხვა ქვეყნები არ დაეხმარებიან უკრაინას, რადგან ისინი ახლა ამას არა აკეთებენ და ამას ვხედავ. აშშ-ი ბევრ ფულს ხარჯავს. მე ვკითხულობ, რატომ ხდება ეს? ყველა რეპორტიორმა, ყველამ ჩემს ადმინისტრაციაში იცის, რომ მე მინდა, ევროპამაც ჩადოს ფული ევროპაში. რატომ დებს უკრაინაში ფულს მარტო აშშ? სხვათა შორის, ჩვენ ეს ფული გადავიხადეთ. მაგრამ მე ვკითხულობ, რატომ არ აბანდებს უკრაინაში ფულს ევროპა და სხვა ქვეყნები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.