აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გვირაბის ბოლოს ბევრ სინათლეს ხედავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
„განვაგრძობთ პოზიციების მოპოვებას უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ნამდვილად ვხედავ ბევრ სინათლეს გვირაბის ბოლოს“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს სინათლე ყოველდღიურად სულ უფრო კაშკაშა ხდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ძალიან შეშფოთებულია, მათ უნდათ სამსახურში დაბრუნება. მათ ფულის გამომუშავება სურთ, მათ თავიანთ ოჯახებზე ზრუნვა უნდათ“, – განაცხადა ტრამპმა.