დონალდ ტრამპი - ვირუსთან ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ის გაქრება
დონალდ ტრამპი - ვირუსთან ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ის გაქრება

ვირუსთან ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ის გაქრება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ვირუსთან ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ის გაქრება და ჩვენ გვექნება ღია და წარმატებული ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სრულყოფილი გამარჯვება, რადგან უამრავი ადამიანი დაიღუპა.

მთელ მსოფლიოში უმარავი ადამიანი დაიღუპა. შეხედეთ, რა სჭირს რუსეთს ან ესპანეთს. მინდა, რომ ვირუსი გაქრეს და ჩვენი ეკონომიკა ისევ აქტიური იყოს. არ მსურს, რომ ხალხს ერთმანეთისგან შორს ეჭიროს თავი. მე მინდა, რომ ხალხი ისევ დადიოდეს ბეისბოლის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჰოკეისა და გოლფის სანახავად ისე, რომ არ ეშინოდეთ დაავადების“, – განაცხადა ტრამპმა.