ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მის უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების მიღწევა შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმაზე“ დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ ზელენსკი ძალიან რაციონალური ადამიანია.
„ვფიქრობ, ის მიაღწევს შეთანხმებას პრეზიდენტ პუტინთან და ის მოწვეული იქნება თეთრ სახლში. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მასთან შეხვედრას. ის ძალიან რაციონალური ადამიანია. მას უკრაინაში მშვიდობა სურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი სავარაუდოდ სექტემბერში შედგება.