დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პუტინს ზელენსკიზე მეტად სურს

09:27, 13.10.2026

ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა პუტინს ზელენსკიზე მეტად სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს შეახსენა, რომ მანამდე რუსეთისა და უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განაცხადა.

„ისინი დათანმხდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვუთხარი, დათანხმდით-მეთქი. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ, რადგან მე ვთქვი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს ომი კატასტროფაა. ნახეთ ამ თვეში გამოქვეყნებული მონაცემები? 32 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად, სამხედროები. 32 000 ახალგაზრდა დაიღუპა. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ უნდა გადაამოწმოს. მისი თქმით, შეთანხმებას ორივე მხარე არღვევდა.

მსგავსი